მოსახლეობა ანას ბაღში მშენებლობის უკანონო ნებართვის გაცემაში კახა კალაძეს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საქალაქო საქალაქოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ანას ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, მოსახლეობა ორშაბათს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადგილობრივებმა დღეს ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლური აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და სკვერში ფეხსაცმელები მიიტანეს, რომელიც მათი თქმით, იმ ადამიანებს გამოხატავს, რომლებიც კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უკანონოა და გადაწყვეტილებაში დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ხელი ურევია.

კახი კალაძე, ვფიქრობთ, რომ არის დაინტერესებული და გამოეპარა პირველი ინსტანცია და მეორეში გამოასწორეს ეს შედცოდმდა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა 23 მაისს დედაქალაქის მერიასთან ფართომასშატბიან აქციას აანონსებს, სადაც კალაძის გადადგომას მოითხოვენ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი