
პროვოკაციაა ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როცა ერთის მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის გაჩაღების მიზნით
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს, სადაც ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.