"ჩემი სახლი"- პროგრამა დევნილებისთვის, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და "ოცნებამ" გააჩერა

გამოქვეყნდა:

დაარეგისტრირე ჩემი ქონება - ამ მოთხოვნით დღეს იუსტიციის სამინისტროს წინ ენმ-მ და დევნილთა ნაწილმა აქცია გამართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები წლებია იმ ქონების წინასწარ რეგისტრაციას ითხოვენ, რომელიც ომის შედეგად დაკარგეს. ახლა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილითაც მიმართეს.  

წინა ხელისუფლების დროს, საპრეზიდენტო პროგრამა "ჩემი სახლი", რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციას გულისხმობდა, "ქართულმა ოცნებამ" გაურკვეველი მიზეზების გამო შეაჩერა.

"ჩემი სახლი" 2006 წელს შეიქმნა და ამ პროგრამაში 70 ათასმა დევნილმა ქონების რეგისტრაციაზე განაცხადი გააკეთა. 

აქციის მონაწილეები იუსტიციის ახალი მინისტრისგან მოითხოვენ დააჩქარონ გაჭიანურებული რეგისტრაციის პროცესი, რომელიც მათი შეფასებით რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით არის გამოწვეული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი