ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი რეზო წულუკიძისა და ელდარ არძემაძის დაკავებას აპროტესტებენ.

წულუკიძე და არძემაძე ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, რის გამოც მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა რეზო წულუკიძესა და ერთ-ერთ ბათუმელს შორის, რის შემდეგაც რეზო წულუკიძე და ელდარ არძენაძე ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა პოლიციამ ისევ ისინი დააკავა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, რეალურ დამნაშავებს ხელს აფარებენ და უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი