ვერ ვხედავ, რომ ჩემი უსაფრთხოება დაცულია, აქეზებენ ასეთ გამოვლინებებს - მელაშვილი

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის მიმართ სასულიერო პირებისა თუ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, თავად მეცნიერი პასუხობს. როგორც ივერი მელაშვილი ამბობს, ასეთი განცხადებების გაკეთება მას კი არა უპირველესად ქვეყნის ინტერესებს ვნებს, რადგან საზოგადოება ორადაა გაყოფილი.

ასევე მელაშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებების ფონზე, სახელმწიფო მისი უსაფრთხოების დაცვას არ უზრუნველყოფს.

"ყველას უმორჩილესად ვთხოვ, მოკრძალებით, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, თითქოს განაჩენი გამოაქვთ უკვე, რაღაც მოღალატე და ა.შ. სანამ სასამართლო განაჩენი არ დადგება მანამდე თავი შეიკავონ ბრალდებისგან. არ არის ეს ასე. ეს მხოლოდ სიძულვილს თესავს, ეს ვნებს ქვეყანას, საზოგადოებას ხლეჩს ორად. მარტო ჩემთან მიმართებით არაა ეს. ქვეყანას ვნებს, ქვეყნის ინტერესებს ვნებს. ამ განცხადებების ფონზე, ვერ ვხედავ, რომ ჩემი უსაფრთხოება დაცულია, პირიქით, აქეზებენ ასეთ გამოვლინებებს, ეს ხელისუფლების მხრიდანაა ძირითადად. არ ვიცი ეს მარაზმი სადამდე უნდა გაგრძელდეს. კიდევ კარგი ერთადერთი საშუალება ის მაქვს, რომ მედიასთან გამოვდივარ და ვამბობ, არა ხალხო, ყველას გეუბნებით, მართალი ვარ", - ამბობს მელაშვილი.

განცხადებებს კრიტიკულად აფასებენ ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, როგორც საიას დირექტორი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, ხელისუფლების მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გადაიზარდა ჟურნალისტებისადმი თავდასხმაში. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დანაშაულის უმეტესობა გამოძიებული არ არის.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია ივერი მელაშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი