თავდასხმები გრძელდება - წახალისებული და დაუსჯელი მოძალადეები

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ყველას - სასულიერო პირებსაც, ხელისუფლების წევრებსაც და საზოგადოებასაც, საქმის განხილვის დასრულებამდე ნუ შერაცხავენ მას და ნატალია ილიჩოვას ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად, იმ დანაშაულის ჩამდენებად, რაც დააბრალეს და არ გაუკეთებიათ.

გარეჯში ორი დღის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივერი მელაშვილს დაუპირისპირდნენ, თუმცა ბოლო ინცინდენტის მთავარი ფიგურანტები სასულიერო პირები იყვნენ.

რამდენიმე თვის წინ ივერი მელაშვილს თავს სავაჭრო ცენტრში დაესხნენ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ამ ფაქტებს ხელისუფლების რიტორიკას და სიძულვილის შემცველ განცხადებებს უკავშირებს და ასეთი დამოკიდებულების გამო, თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს

მელაშვილი დღეს ისევ გახდა სასულიერო პირების სიტყვიერი თავდასხმის სამიზნე და მისი მისამართით ამჯერად არც მეუფე იაკობმა დაიშურა შეურაცხმყოფელი შეფასებები. 

მმართველი გუნდის წევრები კი პროვოკაციაში "მთავარ არხს" ადანაშაულებენ და არ ფიქრობენ, რომ მელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტები, მათი განცხადებების შედეგია.

ხელისუფლებისა და სასულიერო პირების განცხადებები საფრთხისშემცველად მიაჩნია სამოქალაქო სექტორს. ისინი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ რეაგირების გარეშე არ დატოვოს ძალადობის ფაქტები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი