მიკროავტობუსებში სპეციალური მოწყობილობები მგზავრების რაოდენობას დაითვლის. თბილისის მერია მთვლელ მოწყობილობებში ჯამში 3 300 000 ლარს გადაიხდის და ტრანსპორტში დაამონტაჟებს.
თითო მოწყობილობის ფასი 3 300 ლარამდეა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 1 000 მთვლელს შეისყიდის. მოწყობილობა სენსორით იქნება აღჭურვილი.
რისთვის სჭირდება მგზავრების კონტროლი და რაში გამოიყენებენ - მუნიციპალური სამსახური წერილობით პასუხში წერს, რომ ამ ცვლილებით ისინი ცდილობენ შემოსავლები და მგზავრთა ნაკადი აკონტროლონ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მგზავრებს ელექტრონული გადახდის სისტემითაც ითვლიან და ეს ინიციატივა აზრს მოკლებულია, ბიუჯეტის ფული კი არამიზნობრივად იხარჯება.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია, განაცხადების მიღება 16 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.