თავდასხმა დეკანოზ თეიმურაზზე - დაპირისპირება მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში - "ტაბულას" ინფორმაციით, დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, რომელიც ეპარქიაში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. 

წყაროს ინფორმაციით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

თავდასხმას არ უარყოფს დეკანოზი თეიმურაზი, თუმცა ამბობს რომ ამ თემაზე არ საუბრობს. 

"არ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ". - ამბობს დეკანოზი "ტაბულასთან"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი