სასულიერო პირი, რომელსაც სინოდის წევრმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დააჩოქა - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ფიზიკურად ურბნისის ეპარქიაში გაუსწორდენენ. ვიდრე სამების მღვდელმსახურს მეუფე სვიმეონი გაუსწორდებოდა, საქმეში საკუთარი მძღოლი ჩართო. ინციდენტის შემდეგ კი მღვდელმთავარმა სასული პირი დააჩოქა და ბორიშის მოხდა აიძულა.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. სასულიერო პირს ფიზიკურად სინოდის წევრი გაუსწორდა. სამების ტაძრის მღვდელმსახურს ხელი სახეში ჯერ მეუფე სვიმეონ ცაკაშვილის მძღოლმა გაარტყა, შემდეგ კი თავად მღვდელმთავარმა იძალადა. მამა თეიმურაზ თათარაშვილი დღეს მომხდარის დეტალებს იხსენებს.
სასულიერო პირებს შორის ინციდენტი ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის რეზიდენციაში მოხდა, დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპარქიაში სტუმრად იყვნენ ჩასული, მეუფე სვიმეონმა ცემის შემდეგ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს მუხლებზე დაჩოქება და პატიების თხოვნა დააძალა, რასაც ნაცემი სასულიერო პირი დათანხმდა, მომხდარ ფაქტს ბევრი თითმხილველი ჰყავს.