მოძრაობა "საქართველოსთვის" VS "ევროპული საქართველო" - ფეხბურთი კომენდანტის საათის დროს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "საქართველოსთვის" VS "ევროპული საქართველო" - აქტივისტები კომენდანტის საათს დღეს ფეხბურთის თამაშით არღვევენ. საფეხბურთო მატჩი, ამ წუთებში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლასთან მიმდინარეობს.  

ცნობისთვის, ქვეყანაში უკვე 176 დღეა, ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში ექვსი თვის წინ შევიდა. 

"ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და ძალაში 9 ნოემბერს შევიდა. მაშინ კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ. მთავრობამ
გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა.

აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა - დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ. 

საქართველოს მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი