აქცია ცაგერში - რიონის ხეობის მცველების სამოქმედო გეგმა

გამოქვეყნდა:

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია ცაგერში მიმდინარეობს. ხეობის მცველები დღეს მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი თქმით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. აქტივისტები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

"რისი შესაძლებლობაც გვექნება ყველგან გავალთ და შევხვდებით მეტ ადამიანს, რომ უფრო მეტად მოვახერხოთ ინფორმირება და ჩაბმა არგუმენტირებულად ამ ბრძოლაში" - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილეები დღესვე რაჭაში გადასვლას, ხვალ კი პროტესტის გურიაში გაგრძელებას გეგმავენ.  ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი