სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო, რეპრესიების ახალი ტალღის მოლოდინში არიან.
როგორც ისინი ამბობენ, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების არ გაკვირვებიათ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ფიქრობს, რომ რეპრესიული კანონზე ვეტოს არ დადების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს აქტივისტების პროტესტის ჩახშობას. მისივე თქმით, "სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და მისი ეს გადაწყვეტილებაც არაა გასაკვირი".
როგორც ფავლენიშვილი ამბობს, "ხელისუფლება რეპრესიულ კანონმდებლობაზე უარის თქმას არ აპირებს".
კანონის გამკაცრებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" რბილი ავტორიტარიზმიდან - ღია ავტორიტარიზმამდე მიდის" და ცდილობს, რომ საარჩევნო კამპანია "არასამართლიან პირობებში ჩაატაროს და ამით ძალაუფლება შეინაჩუნოს".