გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მშობლები ისევ ითხოვენ დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია მათი შვილის სიკვდილი. შვილმკვდარი ოჯახი ადამიანის უფლებათა ცენტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ორგანიზაციამ თორდიას საქმეზე დღეს გაავრცელა და სადაც 10 დარღვევაზე და 2 ექიმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი.
შვილმკვდარი მშობლების თქმით, ამ დასკნით, იკვეთება მთელი რიგი უზუსტობები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნასთან
გადაცდომებია თუნდაც კოვიდსასტუმროდან, დარღვევებია საუნივერსიტეტო კლინიკაში რომ მიყვანილია ბავშვი და იქ ამბობს ექიმი რომ პაციენტისგან არანაირი ჩივილები არ იყო, არ იყო მძიმედ მიმდინარე დაავადება, როცა იყო 18 ფილტვის დაზიანება და უკან უშვებენ 40 სიცხით, ბავშვი გამოუშვეს სამარშრუტო ტაქსით და დააბრუნეს კოვიდსასტუმროში - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ბოლო დასკვნაში ყველაზე ძალიან იმან განმაცვიფრა, რომ მიუხედავად მცდელობისა მაინც ლეტალურ შედეგს გამოიღებდაო, მაშინ გამოდის, რომ მკურნალობას არ ჰქონია აზრი, თუ ადამიანი უნდა მომკვდარიყო, მოკვდებოდა. გვარები წერია..მინდაძე, რომელმაც ჩათვალა, რომ არ იყო მიზანშეწონილი დატოვება - ამბობს გარდაცვლილი თეკლა თორდიას მამა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა - 10 დარღვევა და 2 ექიმის პასუხისმგებლობა