აფეთქება საქართველოს იარაღისთვის - გემები რუსულმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებია, ევროპა ხელახლა იწყებს კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ უცნაური აფეთქებების გამოძიებას. როგორც აღმოჩნდა, სწორედ რუსული სამხედრო დაზვერვა იდგა იმ ტერაქტებისა და დივერსიების სერიის უკან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. მაგალითად, ნატოს წევრ ბულგარეთში 5 ასეთი აფეთქება მოხდა, ყველა იარაღის საწყობთან - და როგორც აღმოჩნდა ეს პირდაპირ კავშირში იყო საქართველოსთან. დივერსიის სამიზნე სწორედ ის იარაღი იყო, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.

იარაღის ყველა ეს საწყობი სადაც ბოლო წლებში მასშტაბური აფეთქებები მოხდა ბულგარელი იარაღის მაგნატის ემელიან გებრევის კუთვნილ ემკოს ეკუთვნოდა. 2015 წელს თავდასხმის ობიექტი ის თავადაც გახდა, გავლენიანი იარაღის მაგნატი შვილთან და კომპანიის დირექტორთან ერთად სავარაუდოდ "ნოვიჩოკის" კლასის შხამით მოწამეს. 

ამ შემთხვევებს შორის კავშირს ბულგარელი სამართალდამცავები წლები ეძებდნენ. 10 წლიანი გამოძიების შედეგი საკმაოდ ხმაურიანია. ბულგარელ სამართალდამცავებს უკვე აღარ ეპარებათ ეჭვები რომ მათ ქვეყანაში დივერსიული ქმედებები რუსეთის ხელისუფლების დავალებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტებმა    განახორციელეს. კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბულგარეთის გენერალურ პროკურატურაში ამბობენ რომ 2011-20 წლებში მომხდარი 4-ივე აფეთქება პუტინის სპეცსამსახურების შესრულებულია. მათი მიზანი კი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების შეფერხება იყო.

რუსთავის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებულ წერილში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გვწერს, რომ 10 წლის წინ ბულგარეთი ერთადერთი ბაზარი იყო სადაც მათ იარაღის შეძენა შეეძლოთ. ამბობს რომ ახსოვს 2011 წელს მომხდარი აფეთქების შესახებ და არც ის გაკვირვებია, რომ ამ აფეთქების უკან რუსეთის სპეცსამსახურების კვალი ოფიციალურად დადასტურდა. 

ნათია ტრაპაიძის რეპორტაჟი - "აფეთქება საქართველოს იარაღისთვის "

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი