"კისერში მწვდა და ფიზიკურად იძალადა" - "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს მეუფე ანტონი დაესხა | სრული ვიდეო

გამოქვეყნდა:

მორიგი თავადასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე, ამჯერად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან. ჩვენს ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, უამრავი თვითმხილველის თვალწინ... გასულია 24 საათზე მეტი და არც საპატრარქოს და არც თავად მეუფე ანტონის მხრიდან რეაგირება, ან ბოდიში - არ მოჰყოლია. // ჩვენ დღეს ამ ინციდენტის ამსახველ სრულ ვიდეო მასალას გავასაჯაროებთ. რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტების მისამართით სასულიერო პირების თავადსხმება უკვე საგანაგაშო ტენდენციის სახე მიიღო, და მიგვაჩნია რომ ეს ყველაფერი სწორედ ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილის რიტორიკითაა წახალისებული. 

"რა არის თქვენი მოსვლის მიზეზი? ჩემი დაბადების დღის მოსალოცად, რომ არ ხართ თქვენ...", - ასე დახვდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, იუბილარი მეუფე ანტონი, ეპარქიაში ჩასულ ჟურნალისტს.

"მოხვედით ვიღაცას გაუფუჭოთ ხასიათი. ჟურნალისტები დადიან, რომ ხასიათი გაუფუჭონ ვიღაცას. ვინ დაგპატიჟათ? ვინ მოგიწვიათ? მოსული ხართ, რომ მოძებნოთ რაღაცა, გააშუქოთ, გადადოთ ხალხს ნეგატივი. ფონს გააკეთებთ ახალა, რომ შეკრებილები არიან, პანდემიაა", - ამბობს მეუფე ანტონი. 

რაც შეეხება, რუის-ურბნისის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ეპარქიაში სტუმრად მყოფ, სამების დეკანოზს მამა თეიმურაზ თათარაშვილს, ეპარქიაში ასევე სტუმრად მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის - სვიმეონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა და უთხრა, რომ "თავის საქმეს უნდა მიხედოს".

"მე რა შუაში ვარ, რაში მაინტერესებს კაცო, წადით მიხედეთ თქვენს საქმეს", - თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი