გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ და 9 მაისს რუსეთის დროშებით აღნიშნავენ

გამოქვეყნდა:

ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში - გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და კომუნისტები იკრიბებიან. მათ შეკრებას ცოტა ხნის წინ კრივში მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი კანდელაკიც შეუერთდა.

მოგვიანებით ისინი მსვლელობით გადაინაცვლებენ ცენტრალურ მოედანზე, სადაც წლების განმავლობაში სტალინის ძეგლი იდგა. ადგილზე შეკრებილების თქმით, აუცილებელია, რომ მოედანზე სტალინის ძეგლი დაბრუნდეს. 

გარდა ამისა, ნაომარ და რუსეთის დაბომბილ ქალაქში დღეს ოკუპანტი ქვეყნის დროშაც ფრიალებდა და მრავლად იყო საბჭოთა სიმბოლიკები, რომელიც კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა პოლიცია იქ არ გამოჩენილა. 

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი