ატენში კლდის მასა ჩამოიშალა - ძლიერი წვიმა და სეტყვა გორის სოფლებში
გამოქვეყნდა:
ძლიერმა წვიმამ გორის რაიონში პრობლემები შექმნა. სოფელ ატენში წყალმა კლდის ფენა გზაზე ჩამოიტანა და ჩახერგა. ადგილზე სპეცტექნიკას ელოდებიან. როგორც "მთავარს" სოფლიდან აცნობეს, ზემო ატენს სეტყვამაც გადაუარა, სტიქია 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.