შეცდომა თავდაცვის სამინისტროს პოსტში | უწყება ნაციზმზე გამარჯვების ნაცვლად, ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო 9 მაისთან დაკავშირებით Facebook-პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავია, იმ დროს, როცა მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობს.

უწყება მეორე მსოფლიო ომის დასრულებასაც დღეს აღნიშნავს მაშინ, როცა ის 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა.

იგივეს წერს საქართველოს მთავრობაც:

თავდაცვის სამინისტროს პოსტს ​"მთავარი არხის" ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი Facebook-ზე ეხმაურება:

"სანამ რამეს დაწერთ და სოციალური ქსელებისთვის დაასპონსორებთ, ორი წიგნი წაიკითხეთ!!!

მეორე მსოფლიო ომი დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს!!! 9 მაისს კი თქვენ აღნიშნავთ არა ფაშიზმზე, არამედ ნაციზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს!

დანარჩენი მსოფლიო, თქვენი ჩრდილოელი პატრონების გარდა, 8 მაისს აღნიშნავს. 200 მრჩეველი გყავთ ნატოს ქვეყნებიდან და კითხეთ ხოლმე რამე, ჩვენი თუ არავისი გჯერათ",- წერს თენგო გოგოტიშვილი.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი