ვფიქრობ, რეზინის ტყვია იყო ისეთი ძალით და ინერციით მომხვდა; მხედველობა წესით არ მაქვს დაკარგული | აქციაზე დაშავებული

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ, რომ რეზინის ტყვია იყო, ისეთი ძალით და ისეთი ინერციით მომხვდა პირდაპირ სახეში" - "მთავარ არხთან" აქციაზე დაშავებული ნიკა დემურიშვილი საუბრობს, რომელმაც გასულ ღამეს თვალის დაზიანება მიიღო. დემურიშვილის თქმით, მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღენიშნება სისხლჩაქცევები  და ჰემატომები.

დემურიშვილმა დაზიანება მაშინ მიიღო, როცა აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა. 

"გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მქონდა, რის გამოც ცრემლსადენი გაზიდან გამომყავდა ხალხი და ვეხმარებოდი, ფიზიოლოგიურს ვასხამდი და ა.შ. რამდენიმე ადამიანი რომ გამოვიყვანე შევბრუნდი, რომ ვინმეს დავხმარებოდი და მაგ მომენტში რაღაც მომხვდა თვალში. სავარაუდოდ, ან რეზინის ტყვია იყო ან გაზის ბალონი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ძალით მომხვდა. მე ვფიქრობ, რომ რეზინის ტყვია იყო იმიტომ, რომ ისეთი ძალით და ისეთი ინერციით მომხვდა, რომ გზის ბალონი, რომ ყოფილიყო მაშინ ზემოდან უნდა დამცემოდა და ეს პირდაპირ სახეში მომხვდა. ისეთი ტკივილი დამეწყო, ღრიალი დავიწყე და როგორც კი მომხვდა ეს რაღაც ეგრევე ჩამავლეს ხელი და წამიყვანეს სასწრაფოსთან ბიჭებმა. 

მხედველობა წესით არ მაქვს დაკარგული, თვალის ფუძე მაქვს მოტეხილი, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი არისო, სისხლჩაქცევები მაქვს, ჰემატომა მაქვს თვალის გარშემო ყველგან დასიებები, ჩალურჯებები, ნახეთქები, მხედველობა არ დამიკარგავს წესით," - ამბობს დემურიშვილი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა. 

შსს ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მხოლოდ წიწაკის სპრეი და გაზი გამოიყენეს და რეზინის ტყვიებს არ ისროდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკებში აქციაზე დაშავებული სულ 15 პირი გადაიყვანეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი