ბექა ადამაშვილი | პირველი "მთავარი ჭკვიანი"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" "მთავარი ჭკვიანის" 50 000 ლარიანი ჩემოდანი წაიღეს - წაიღო ერთმა ახალგაზრდა მწერალმა, რომელმაც თავისი წიგნების პარალელურად, ჩვენი გადაცემის ისტორიაც დაწერა - ის გახდა პირველი "მთავარი ჭკვიანის" ტიტულის მფლობელი და ამას ვეღარაფერი შეცვლის.

მაგრამ რამდენად შეიცვლება ბექა ადამაშვილის ყოველდღიურობა და შემოქმედებითი კარიერა ამ გამარჯვების შემდეგ? - მან თქვა, რომ 50 000-ის მოგების შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა და გამოთავისუფლებულ დროს მესამე რომანზე მუშაობას დაუთმობდა. როგორც ჩანს, ის ამ დაპირების შესრულებას მართლა აპირებს.

ნახეთ, როგორ მივიდა ბექა იქამდე, სადამდე მისვლაც, ჯერჯერობით, მის გარდა ვერავინ მოახერხა და როგორ წაართვა ნიკა გვარამიას 50 000 ლარი. თქვენ ნახავთ იმასაც, როგორ მუშაობს "მთავარი ჭკვიანის" გუნდი იმისთვის, რომ ძვირფას ჩემოდნამდე მისვლა რაც შეიძლება რთული, მაგრამ თან რაც შეიძლება საინტერესო იყოს.

იხილეთ ასევე: მთავარი ჭკვიანი - ბექა ადამაშვილმა 50 ათასი ლარი მოიგო

 

მაიკო ლომიძის რეპორტაჟი - "პირველი მთავარი ჭკვიანი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი