დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრიდან გადმოაგდეს - გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქართველოშია

გამოქვეყნდა:

26 წლის გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა უკვე საქართველოშია. ოჯახის წევრები საკონსულოში ჯერჯერობით არ მისულან, ამ დროისთვის ისინი საკონსულოს წარმომადგენლებს ელოდებიან. შემდგომ კი ცხედრის ამოცნობის პროცედურას გაივლიან.

გარდაცვლილი გოგოს დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს და ის ფანჯრიდან გადააგდეს. ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე ტრეფიკინგს ეხებოდეს.

"დეტალებს ვერ მოგიყვებით. დღეს მძიმე დღე მაქვს, ცხედრის ამოსაცნობად უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემ შვილს ბოლოს მე ვესაუბრე ღამის 1-ლი საათი იქნებოდა. ვგრძნობდი, რომ შეშინებული იყო, ასევე მომეჩვენა, რომ გვერდზე ვიღაც ჰყავდა. საქართველოში სამუშაოდ ჩვენმა ნათესავმა მურად მედვეკოვმა ჩამოიყვანა და მომხდარშიც მას ვადანაშაულებ. ცხედრის ამოცნობის შემდეგ პოლიციაში წავალთ, ახლა ადვოკატის საკითხსაც განვიხილავთ, ჩვენი ქვეყნის კონსულს ველოდებით და დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტთ",-თქვა გარდაცვლილის დედამ.

ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თორდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი