ზაკაზი მივეცი, სტალინისთვის გულს ამოვიღებ - ძეგლი იასამნების მერე, გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნდა:

სტალინის სახელობის მუზეუმის ეზოში, საბჭოთა დიქტატორის ძეგლთან იასამნების მერე, გვირგვინი მიიტანეს. სტალინის საზოგადოების წარმომადგენლებმა ის სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაამზადებინეს.

"ზაკაზი მივეცი, ფული გადავიხადე, სტალინისთვის გულს ამოვიღებ," - ამბობს ორგანიზაციის წევრი, რომელიც გორელებს ცხრა მაისის აღნიშვნისკენ მოუწოდებს. მათთვის კი ვინც სტალინის საბჭოურ პოლიტიკას აკრიტიკებს, მისმა მხარდამჭერებმა დღეს შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს.

წელს ცხრა მაისი გორში განსხვავებულად აღინიშნა. პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოეწყო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, რომელიც ბოლო წლებია უკვე ტრადიციად იქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი