ოკუპანტებმა ატოცი-ოქონას მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალებმა ატოცი-ოქონას მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ "მთავარს" ანტისაოკუპაციო მოძრაობიდან აცნობეს. "ძალა ერთობაშიას" წევრი, მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ მავთულხლართები 300-400 მეტრის სიგრძეზეა დამონტაჟებული.

"ეს არის ახალი მავთულხლართები. სადაც ვერ მოასწრეს, იქ რკინის და ხის ძელებია დარჭობილი",- ამბობს ბალიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი