წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.
გაზის მილთან დაჯახების შემდეგ მანქანა მდინარის ნაპირზე გადავარდა. დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.