მცოცავ ოკუპაციას ამ წუთებში შიდა ქართლში აპროტესტებენ - სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ღოღეთი-თამარაშენის პერიმეტრზე არიან შეკრებილები. ისინი მცოცავი ოკუპაციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
"2012 წლიდან დღემდე, საქართველომ ე.წ. "მშვიდობიანობის პოლიტიკით", დაკარგა ძალიან ბევრი ქართული მიწა. რომელიც ერთად რომ გავაერთიანოთ, ქალაქების სოხუმისა და ცხინვალის ტოლფასია. ამ ვითარებაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობს საოკუპაციო ძალებთან ჩუმადაა საერთაშორისო არენაზე",- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.
ენმ-ს წევრის, მანუჩარ ახალაის განცხადებით, ხელისუფლებამ ოკუპანტემს მწვავე პასუხი უნდა გასცეს, რადგან ქვეყანას და მოქალაქეებს დაცვა სჭირდებათ.