ამ ეტაპზე, ისრაელიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ამ ეტაპზე, ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. როგოც ზალკალიანმა აღნიშნა, საელჩო 24-საათიან რეჟიმზეა გადასული და ის საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

"ჩვენი თანამემამულეების ბედი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია. საელჩო 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ჩვენს თანამოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ.

ამ ეტაპზე, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ",- თქვა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო და მხარეებს მოლაპარაკების საშაულების გამონახვისკენ მოუწოდა.

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება. პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი