კომენდანტის გაუქმებას 16 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს - ავტორებმა მთავრობას მიმართეს

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მანიფესტს, ხელი 16 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. კამპანიის ორგანიზატორებმა შესაბამისი განცხადებით მანისფეტთან დაკავშირებით მთავრობას უკვე მიმართეს.

მანიფესტზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზანს, რის გამოც არის შემოღებული ეს შეზღუდვა.

"ამ შეზღუდვას და დასაბუთებას არ აქვს, ის მიზანი რისთვისაც არის შემოღებული. ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს შეიძლება სხვა მიზანს ემსახურებოდეს, მითუმეტეს მაში, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ძალიან ბევრი სამოქალაქო ჯგუფი არის საპროტესტოდ განწყობილი", - ამბობს იურისტი გიორგი ჩიტიძე. 

 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო გამოცხადებულ შეზღუდვებთან ერთად საქართველოში კომენდანტის საათი უკვე 6 თვეზე მეტია მოქმედებს. ის არცერთი "შემსუბუქებების ეტაპზე" არ მოხსნილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი