"სალონში არ დადის ვინც რეგულაციები მიიღო" - სილამაზის სალონების მფლობელები მთავრობას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

სილამაზის სალონების წარმომადგენლებისთვის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები გაუგებარია. გეგმის მიხედვით, სალონები 8 ივნისს უნდა გაიხნსას, თუმცა იქ მომუშავე პირებს და კლიენტებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, კერძოდ, საუბარია ორ მეტრიან დისტანციაზე.

როგორც სტილისტები ამბობენ, ვინც ამ რეგულაციაზე იმუშავა, ის სავარაუდოდ სალონშიც არ დადის, რადგან მათი თქმით, ასე მუშაობა წარმოუდგენელია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი წესები არ მოქმედებს.

სალონების წარმომადგენლები მთავრობას სთხოვენ ისინიც ჩართონ რეგულაციების შემუშავების პროცესში:

გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში მეგობრები, სტილისტები. დავეკონტაქტეთ და თქვეს, რომ იქ ყველგან დაშვებულია პირბადე და ხელთათმანი, არანაირი ბარიერი, დისტანცია, თერმომეტრები, არავინ არ უზომავს სიცხეს ყველას" ამბობს "მთავართან" საუბარში სილამაზის სალონის მფლობელი მირიან ტუზურიძე.

სფეროს წარმომადგენლების თქმით, ასეთი სახის შეზღუდვები პრობლემებს გამოიწვევს, შეამცირებს მომხმარებლებს, რაც საბოლოო ჯამში სალონების დახურვით დასრულდება:

ვერც მომხმარებელს ვერ ავუწევთ ფასს. დღეს ფასის აწევა არარეალურია, გადამხდელი არავინ იქნება და მოგვიწევს დაკეტვა - ამბობს სალონის მეპატრონე ნინა ბაბაიანი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი