გაგის ციხეზე ჯვარი დააზიანეს - ვანდალიზმის მორიგი ფაქტი

გამოქვეყნდა:

მორიგი ვანდალიზმი  ისტორიულ გაგის ციხეში - სოფელ გუშჩუში მდებარე გაგის ციხეზე 
აღმართული რამდენიმემეტრიანი ჯვარი დაზიანებულია.  

ეს უკვე ამ  კონკრეტულ ადგილზე ვანდალიზმის მეორე ფაქტია.​ რამდენიმე თვის წინ, ჯვარი მოიპარეს და ხელმეორედ აღმართეს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლები ამბობენ რომ ეს რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაა. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა უცნობია, ჰყავს თუ არა უწყებას დამნაშავეები იდენტიფიცირებულები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი