ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპიროს მშენებლობისთვის 10 მილიონი დახარჯა - სანაპიროზე არაფერი გაკეთებულა

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მილიონი გამოყო, საიდანაც 10 მილიონი უკვე დახარჯა, მაგრამ სანაპიროს ზოლი დღემდე გამოუყენებელია. გარდა ამისა, მისი განვითარების არანაირი კონცეფცია არ არსებობს.

 "სამუშაოს პირველი ეტაპზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა და ფოთმა ხელშეკრულება 2014 წელს დაფუძნებულ შპს პირამიდა ფ.რ.-ს გაუფორმა, რომელსაც დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში 4.1 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს. მეორე ეტაპის ტენდერში შპს ანტ სტროი ლტდ-მ 2-ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა, მაგრამ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტი მაინც მიიღო. ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგო, მეორე კი შპს ზმ ჯგუფმა, რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი