"რისთვის ვართ ჩაკეტილი ცხვრებივით?" - ღვანკითელები სოფლის გახსნას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სოფელ ღვანკითის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი უკვე 2 კვირაა დახურულ ზონად არის გამოცხადებული და ჩაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდა.

"მთავარ არხთან" საუბარში ხალხი ამბობს, რომ კატასტროფულად მოიმატა საკვებისა და მედიკამენტების ფასმა. მოსახლეობას აინტერესებს როდის გაიხსნება მიმოსვლა

ჩაკეტვიდან ორ კვირაში ხო უნდა გამომჟღავნებულიყო კლასტერი კიდევ ვინმე თუ არსებობდა, თუ არ არსებობს რისთვის ვართ დაკეტილი ცხვრებივით?" ამბობს ადგილობრივი ლია მარუაშვილი

გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მინდა დავუსვა გუბერნატორს კითხვა, როდემდე უნდა იყოს ღვანკითი ჩაკეტილი. აქ კორონავირუსი არაა დაფიქსირებული...არანაირი საშუალება არ გვაქვს შვილები გამოვკვებოთ" ამბობს "მთავართან" საუბარში ღვანკითის მცხოვრები დალინა ხუჭუა

გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის აფთიაქებში მედიკამენტების კრიზისია

იმერეთის გუბერნატორი კი ვერ აკონკრეტებს როდის გაიხსნება ღვანკითი. როგორც ზვიად შალამბერიძე "მთავართან" საუბარში ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს:

სოფელში სიტუაციას ვაკონტროლებთ, ახალი შემთხვევები არ გვქვს და როდის გავხსნით სოფელს, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების დასკვნაზე" ამბობს გუბერნატორი

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ხელისუფლებამ 23 აპრილს ჩაკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი