საპროტესტო აქცია შიდა ქართლში - მოხისის მოსახლეობა ჰექტრობით მიწების გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩებიან და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებენ.
ხალხი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მათი მიწები კომპანია "აგრო ინდუსტრიას" გადასცა, რის გამოც ადგილზე მინისტრის, ნათია თურნავას ჩასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
ადგილობრივი მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს ცენტრალური ხელისუფლებისაკენ იშვერს.