"შე ბრმა, შე ყრუ...ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ" - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენს

გამოქვეყნდა:

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ისევ სახალხო დამცველს უპირისპირდება და ამბიონიდან ამბიონიდან ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განცხადებებს აკეთებს:

"შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. .რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგართიდან, გაერო... ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში - რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება". - თქვა სხალთელმა ეპისკოპოსმა 14 მაისის ქადაგების დროს.

სპირიდონი სახალხო დამცველს მას შემდგ დაუპირისპირდა, რაც ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს  არ უშვებენ. 

სახელმწიფო ვალდებულია, ნინოწმინდის პანსიონში მდგომარეობა შეამოწმოს - ამის შესახებ დროებითი ღონისძიება კი გაეროს ბავშვთა კომიტეტმა, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეტყობინების საფუძველზე 7 მაისს მიიღო. ამით მან მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად შემოწმდეს ეს დაწესებულება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი