რას მალავს ირაკლი შოთაძე - გენერალური პროკურორის საცოხვრებელი რეზიდენცია საბურთალოზე ერთი შეხედვით არაფერით განსაკუთრებული არაა. 150 კვადრატული მეტრი ბინა ახალი კორპუსში, ასეთივე კორპუსებით გადატვირთულ პატარა ქუჩაზე. მაგრამ - ნამდვილი მარგალიტი სწორედ ამ ბინაში იმალება.
საქმე იმაშია, რომ აპარტამენტის გარემონტებაზე გენერალურმა პროკურორმა კოლოსალური თანხა დახარჯა - დაახლოებით ერთი მილიონი ლარი. რაც საერთოდ არ ჩანს მის დეკლარაციაში და 10-ჯერ აღემატება მის წლიურ შემოსავალს.
შოთაძის სახლის ფოტოები "შაბათის მთავარმა" ერთ-ერთი დიზანერული ფირმის ვებგვერდზე იპოვა. 100-ჯერ დაითვალა, შეადარა და გაარკვია, რომ პროკურორის ევრორემონტი ნამდვილად 1 მლნ ლარი დაჯდა. აქედან მხოლოდ სამზარეულოს კარადები და ტიხრები 100 000 ლარზე მეტი. მასალების უდიდესი ნაწილი კი სპეციალური შეკვეთით, ევროპიდან ჩამოვიდა. სახლი რომ შოთაძისაა, პროკურატურას არ უარუყვია.
აქვე, ირაკლი შოთაძემ თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ დასახლება "წავკისი ველში" 123 100 დოლარად 1305 კვადრატი შეიძინა. მიწა მეუღლის სახელზეა გაფორმებული, დეკლარაციაში ჩანს, რომ ამ ნაკვეთის საყიდლად სესხი ბანკიდან გამოიტანეს, მაგრამ ოჯახის ოფიციალური გასავალი ამ შემთხვევაშიც შემოსავალზე ბევრად დიდია. წლიურად 2020 წელს მათი შემოსავალი 100 000 ლარი იყო.
ქეთა ციცქიშვილის რეპორტაჟი: "გენერალური პროკურორის დაფარული ქონება"