ქუთაისში, გუგუნავასა და მიმდინარე ქუჩებზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, თხევადი აირის გადამზიდი მანქანიდან გაზმა გაჟონა და აფეთქების საფრთხეც არსებობდა.
ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობდნენ, გადაკეტილი იყო მიმდებარე ტერიტორიაც.
რამდენიმე ობიექტიდან მოქალაქეების ევაკუირებაც მოხდა, თუმცა სამაშველო ღონისძიება ქალაქში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.