საპატრიარქო 17 მაისს თბილისის ქუჩებს აკურთხებს

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

თუმცა, საპატრიარქოს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ - მათივე ინფორმაციით, ქუჩების კურთხევას ახალგაზრდული მოძაობა "დავითიანნი" უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ მოძრაობა 11:00 საათზე სამებასთან შეიკრიბება, შემდეგ მათ სასულიერო პირები შეუერთდებიან და ხუთი მიმართულებით, ქუჩების საკურთხევლად დაიძრებიან.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საპატრიარქო კი ამ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი