ქვეყანაში სისხლის დეფიციტია, ამ ფონზე კი ბოლო 10 წელში საქართველოში სისხლის ექსპორტი 500-ჯერ არის გაზრდდილი. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თუ სისხლის ექსპორტი 10 წლის წინ, 10 000 დოლარის ღირებულების იყო, ახლა ის 5 მილიონ დოლარს უტოლდება.
პანდემიის გამო შემცირირებულია დონორთა რაოდენობაც. ჯანდაცვის ექსპერტები სისხლის დეფიციტში უმთავრესად ჯანაცვის სამინიტროს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სისხლი სტრატეგიული პროდუქტია, რომელსაც სახელმწიფო პირველ რიგში უნდა იმარაგებდეს.
"პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა, უფრო კატასტორფული დეფიციტია, არამარტო სისხლის. მარაგების შევსება და მონიტორინგი არასათანადოდ მიმდინარეობს, რაც ცუდი მენეჯმენტისა და კვალიფიკაციის ნაკლებობის ბრალია", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
საქართველოდან სისხლის ექსპორტზე გადის ოკუპანტ რუსეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანშიც.