საელჩოები საქართველოში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ლგბტქ+ თემს მხარდაჭერას უცხადებენ.
როგორც საერთო განცხადებაშია აღნიშნული, ლგბტქ+ წარმომადგენლები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, პოლიტიკაში შეზღუდულ შესაძლებლობებს, სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობის თვალსაზრისით. ამასთან, არიან ზიზღის, ძალადობისა და დანაშაულის მსხვერპლი.
მათივე თქმით, კოვიდპანდემიამ ლგბტქ+ ადამიანების მიმართ დაუცველობა კიდევ უფრო გაზარდა.
საელჩოები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ლგბტქ+ ადამაინების მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე.
"დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოვხატავთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსუალი და ქვიარი საზოგადოების მიმართ საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად",- ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან:
ასევე საქართველოში ევროსაბჭოს ოფისისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები.
ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.