დაიბეტიანი ბავშვების დაჩხვლეტილი თითები - პრობლემაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს

გამოქვეყნდა:

ბავშვები, რომლებსაც ხელის და, ზოგჯერ, ფეხის თითებიც კი ნემსებით აქვთ დაჩხვლეტილი და ადგილი აღარ რჩებათ ახალი დაუსრულებელი ჩხვლეტებისთვის. ამ ბავშვებს დიაბეტი სჭირთ და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ისინი იძულებულნი არიან, დღე-ღამეში ათჯერ აიღონ სისხლის ტესტი და შეიმოწმონ შაქრის დონე - ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ვითარებაში, არ აქვს მნიშვნელობა, სად არიან და რას აკეთებენ, სძინავთ თუ ღვიძავთ - მათ უნდა აიღონ სისხლი და სპეციალური აპარატით გააკონტროლონ შაქრის დონე; საჭიროების შემთხვევაში კი შემდეგ ნემსი გაიკეთონ.

როცა საშუალება არის, ამაში ბავშვებს უფროსები ეხმარებიან, ბევრი მოზარდი კი იძულებულია ეს საკუთარი ხელით აკეთოს - ტრანსპორტში, სკოლაში, ეზოში და ა.შ. განსაკუთრებით მძიმეა ორ წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა - შედარებით მოზრდილები უკვე თვითონაც ხვდებიან შაქრის მომატების სიმპტომებს და დახმარებას ითხოვენ; პატარებს კი ამის უნარი, ბუნებრივია, ჯერ არ აქვთ, ამიტომ მათ კიდევ უფრო ხშირად უწევთ მტკივნეული ტესტის ატანა. ბევრი ქართველი მშობელი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს სწორედ დიაბეტიანი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან საზღვარგარეთ ამის მეტი შანსია.

ამ დროს გამოსავალი არსებობს ბავშვების ტანჯვის დასასრულებლად - სპეციალური სენსორი, რომელიც მკლავზე მაგრდება და თვითონ, ყოველგვარი დამატებითი ჩხვლეტების გარეშე, ავტომატურად ზომავს სისხლში შაქრის დონეს, საფრთხის შემთხვევაში კი სიგნალს იძლევა. მაგრამ ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ეს თანამედროვე საშუალებაც ქართველი ბავშვებისთვის რთულად ხელმისაწვდომია და ან საერთოდ მიუწვდომელი. ათასზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად იტანს დაუსრულებელი ჩხვლეტებით გამოწვეულ ტკივილს და საფრთხის ქვეშ მყოფი სიცოცხლის მუდმივ შეგრძნებას.

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი - "ბავშვები დაჩხვლეტილი თითებით"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი