არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება არს სხვა მხრიდან მოსულის მხრიდან, არც ადგილობრივების მხრიდან - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი სოზარ სუბარი დმანისში მიმდინარე მოვლენებზე საუბროსას.
შეხვედრა დაპირისპირებულებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც სუბარი ამტკიცებს, "ყველაფერი იქნება ისე როგორც კანონს შეესაბამება და ხალხის ინტერესებს შეესაბამება".
ესკალაციას ნუ მისცემს ნურავინ ამ ვითარებას. მესმის, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ არაფერი სინამდვილეში არ ხდება, არის ყოფით ნიადაგზე გაუგებრობა, რომლესაც არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება" თქვა სუბარმა.
ერთ-ერთი ადგილობრივი, ამირან ნარსავიძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს: "შერიგება მოხდა ჩვენსა და აზერბაიჯანელებს შორის და დიდი იმედი მაქვს რომ აღარ მოხდება ასეთი ფაქტი".
მხარეები შერიგდნენ | დმანისში დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს