"ყველას მშვიდობისკენ მოვუწოდებ" - საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

გამოქვეყნდა:

"ყველას მშვიდობისკენ მოვუწოდებ", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა დმანისში კონფლიქტის ამოწურვისას ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა. აქ საუკუნეების განმავლობაში არაერთი რელიგიის წარმომადგნელი მშვიდობიანად თანაცხოვრებდა. დღესაც ასეა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან გაუგებრობაში. ყველას მშვიდობისკენ მოვუწოდებ, - ამბობს რამინ იგიდოვი.

მანამდე კი დღეს, დღის განმავლობაში, დმანისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო მისული. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დღეს დილიდან ადგილობრივების ორ დიდ დაჯგუფებას შორის კიდევ ერთ მწვავე დაპირიპირებაში გადაიზარდა . ვითარება სწრაფად დაიძაბა და ხელისუფლების გაჭიანურებულმა რეაციამ კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოიტანა.  

ბეისბოლის ხელკეტებით, ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებულები  ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ . ჩხუბი რამდენიმე საათის განმავლობაში დმანისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილას გრძელდებოდა და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო მდგომარეობის განმუხტვა და მხარეების დაშორება. 

დმანისი რამდენიმე საათით დახურულ ქალაქადაც კი გადაიქცა სადაც ვერავინ შედიოდა და საიდანაც ვერავინ გამოდიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დაპირისპირებული ჯგუფები ქალაქის ქუჩებში და მის გარშემო უკონტროლოდ და აგრესიულად გადაადგილდებოდნენ, მოხდა რამდენიმე დაპირისპირება. პოლიციის და სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზების და გზების გადაკეტვისა და ავტობუსებით ჩახერგვის შედეგ სამართალდამცველებმა თითქოსდა შეანელეს დაპირისპირების ტალღა. 

იხილეთ ასევე:

მხარეები შერიგდნენ | დმანისში დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი