ხანძარი პეკინზე - ცეცხლი დევნილთა საერთო საცხოვრებელში გაჩნდა

გამოქვეყნდა:

ხანძარია თბილისიში, პეკინის ქუჩაზე - "მთავარი არხის" ინფორმაციით ცეცხლი დევნილთა საერთო საცხოვრებელში გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მათივე ინფორმაციით, შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი