პროგნოზირება, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იქნებოდა რთული - მაჟორიტარი დმანისის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის თქმით, წინასწარ პროგნოზირება როგორ განვითარდებოდა მოვლენები მუნიციპალიტეტში, რთული იყო. 

მეშველიანმა ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ დღეს მომხდარზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გააკეთეს.

"სამართალდამცველებმა გააკეთეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, მათ ფაქტობრივად მოახერხეს კონფლიქტის ყველა ფაზის შეჩერება.რა თქმა უნდა გარკვეული ექსცესები იყო, თქვენ ნახეთ ფიზიკური დაპირისპირება, ქვების სროლის მომენტები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წინასწარ იმის პროგნოზირება როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა სახეს მიღებდა იქნებოდა ძალიან რთული", ამბობს მეშველიანი. 

დმანისის მერის თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო თუ არა.

"ეს უნდა ჰკითხოთ პოლიციის ხელმძღვანელობას დაგვიანებული იყო თუ არ იყო იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს შეფასების უნარი, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ვიყავით ყველა ჩართული ამ პროცესებში, რომ სიტუაცია განმუხტულიყო და განიმუხტა კიდეც",- თქვა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე დაწყებული კონფლიქტი გუშინ, შერიგებით დასრულდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი