ხმაური სამცხე-ჯავახეთში | "ბორჯომის" თანამშრომლები გაიფიცნენ და კომპანიის ტრაილერებს გზა გადაუკეტეს

გამოქვეყნდა:

ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა აქცია სამცხე-ჯავახეთში. "ბორჯომის" ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა საწარმოში შემსვლელ ტრაილერებს გზა გადაუკეტეს, რის გამოც ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ასეული გაფიცული ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დილიდან ითხოვს. ამბობენ რომ დაშლას კომენდანტის საათის დაწყების შემდეგაც არ აპირებენ.

გაფიცულების რამდენიმე წარმომადგენელი პროფკავშირებთან ერთად, "ბორჯომის" ადმინისტრაციასთან შესახვედრად მას შემდეგ შევიდა, რაც დამსაქმებელმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან სამართლებრივ ჭრილში გამართონ მოლაპარაკებები თანამშრომლებთან.  

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან გაფიცულები სამუშაო ადგილებს თუ პროტესტს გააგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი