"წინა ღამეს იყო ნათქვამი, რომ აპირებდნენ თავდასხმას" | დმანისში მცხოვრებლები პოლიციის დაგვიანებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, დმანისში ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა ქალაქს კვლავ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები აკონტროლებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფელბამ რეაგირება დააგვიანა და კონფლიქტის მოგვარება გაცილებით ადრე შეიძლებოდა, თუმცა დმანისის მოსახლეობა აცახდებს, რომ ადგილობრივები მხოლოდ მსგავსი კონფლიქტების ან საარჩვენო პერიოდში ახსენდებათ და ხელისუფლებას სხვა დროს მათი პრობლემები არ აინტერესებს.

"მივესალმები გუშინდელ შერიგებას. ეს იყო მართლა ძალიან კარგი, დროული. ეს ერთი ამოიჟუილოს დეპუტატმა თუ ვინმემ და ერთ დღეს გადაწყდეს, ეს არა. ეს დიდ სამუშაო დროს მოიცავს. იმიტომ რომ ორივე მხარეს უნდა დავანახოთ, რომ მეგობრები ვართ, მეზობლები ვართ და არ შეიძლება გაგრძელდეს ეს. პოლიციამ ალბათ დააგვიანა, იმიტომ რომ წინა ღამეს იყო ნათქვამი, რომ აპირებდნენ თავდასხმას და ამისთვის მეტი, სერიოზული სახე უნდა მიეცა პოლიციას," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი