შესაძლოა, პური 10 თეთრით გაძვირდეს | მეპურეები მთავრობას ფქვილის სუბსიდირებას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

პურის გაძვირება გარდაუვალია. ბიზნესმენები მთავრობას აფრთხილებენ, რომ ხელისუფლების კონკრეტული და რადიკალური გადაწყვეტილების გარეშე მთავარი საკვები პროდუქტის ფასის ზრდა გარდაუვალია.

ამ გადაწყვეტილების განმსაზღვრელ მიზეზად კი მეპურეები არა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასს, არამედ საქართველოში განვითარებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ, რომლის პირობებშიც პურის წარმოება მნიშვნელოვნად გაძვირდა.

მთავარი საარსებო პროდუქტის გაძვირებას "პურის მცხობელთა ასოციაცია" აანონსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მთავრობა სუბსიდირების პროექტში ცვლილებებს არ შეიტანს და მწარმოებლებს ტომარა ფქვილს - 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად არ მიჰყიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში პურის ფასი 10 თეთრით გაიზრდება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი