გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

5 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - 2016 წელს, 19 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ოთხოზორია მოკლეს.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი, ზუგდიდში მცხოვრები გიგა ოთხოზორია, ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლი, გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კანჯი ოღლიმ თავი რუსეთს შეაფარა. პასუხი არც მისი თანმხლები სხვა "მესაზღვრეებისთვის" მოუთხოვიათ.

რაშიდ კანჯი ოღლის აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, იმავე წელს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ საქმის გამოძიება და კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი