ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრა დამასკოში გაიმართა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასლან ბჟანია "აფხაზეთის პრეზიდენტადაა" მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მას თან ახლდა მაღალი დონის დელეგაცია აფხაზური და სირიული მხარის წარმომადგენლებით.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისაუბრეს ანტიოქიის ეკლესიის როლზე სირიაში, რეგიონის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სიყვარულის დამყარებაში.