"მოხსნან რეგულაციები" | სასტუმროები იხურება და იყიდება, ხელისუფლება კი შეზღუდვებს ისევ არ ხსნის

გამოქვეყნდა:

სასტუმროების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება - ეს ტურიზმის კვლევის ცენტრის პროგნოზია. ცენტრი საბოლოო კვლევას 3 კვირაში გამოაქვეყნებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით შედეგები უმძიმესია.

ქვეყანაში ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, სასტუმროების მხოლოდ 30-40% გაიხსნა, დანარჩენმა კი ან მუშაობა შეაჩერა ან გასხვისდა.

"სამწუხაროდ, ხელისუფლების ცრუ დაპირებამ და ცრუ მოლოდინების შექმნამ, რომ 1 ივლისს ჩვენ ვიქნებოდით პირველი ქვეყანა, რომელიც გავიხსნებოდით, ბევრმა სასტუმრომ გასწია ხარჯი, მოემზადა სეზონისთვის, მაგრამ მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა ვერ იმუშავეს და დააწვათ მძიმე საბანკო ვალდებულებები", - თქვა ტურიზმის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა ალექსანდრე გიორგიძემ.

ადამიანები, რომლებისთვისაც ტურისტული სექტორი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები სექტორის ხელშესაწყობად უკვე დაგვიანებულია. 

"ტურიზმში წინასწარ ერთ-ორი თვით ადრე უნდა დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი, მათ შორის, მარკეტინგული.  ზაფხული უკვე მოგვადგა, შესაბამისად ახლა რომც გაიხსნას საზღვრები ისეთი რაოდენობის ტურისტები არ გვეყოლება, როგორიც უნდა გვყოლოდა",- თქვა ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა ერეკლე კოკაიამ.

სასტუმროების ნაწილი უკვე გასხვისდა, ნაწილი გასხვისების პროცესშია და ზოგიერთი მათგანი კი ბანკმა წაიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მთავრობა დროულად არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, უსახსრობის გამო იმ სასტუმროებს რაოდენობა, რომლებმაც ტურისტების მიღებაზე უარი თქვეს, კიდევ გაიზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი