51-ე სკოლაში, დაფაზე გაკეთებულ წარწერასთან დაკავშირებით, გუშინ გვიან ღამით სკოლაში საგანგებო თათბირი გაიმართა. სკოლის მასწავლებლები თათბირს ადასტურებენ, თუმცა რაზე იმსჯელეს განათლების სამინსიტროს წარმომადგენლებმა და სკოლის დირექციამ, დეტალებზე არ საუბრობენ.
მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არც განათლების სამინისტროს გაუკეთებია.
"ფაქტი ერთია, რომ აშკარად სკოლის წინააღმდეგ პიარია აგორებული და თვითონ ჟურნალისტები აპიარებენ უარყოფითს",- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.
"ქურდებს სიცოცხლე" - ამ წარწერით 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს დახვდნენ. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში კრიმინალური მენტალიტეტი არ დაბრუნებულა და წარწერა მხოლოდ ხუმრობა იყო. განათლების ექსპერტები კი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებენ.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.